ევროპარლამენტი ხელს გვიშლის EU-სადმი 85%-იანი მხარდაჭერის შენარჩუნებაში — კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აზრით, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები უნდა გაემიჯნონ ევროპარლამენტის „უსამართლო გადაწყვეტილებებს“.
გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშში დეპუტატ ანა ფოტიგას ინიციატივით შესულ შესწორებას, რომელიც ექს-პრეზიდენტ ს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
კობახიძის თქმით, განსაკუთრებით 2022 წელს ევროპარლამენტში საქართველოსადმი არაჯანსაღი პროცესების განვითარდა, რაზეც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე „ძალიან ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა“. კობახიძე იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის მხრიდან ძველი პრეცედენტების გამეორება არ მიიღებს ტენდენციის სახეს.
„არ შეიძლება, კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა საზოგადოებაში. ევროპარლამენტი უნდა აღიქმებოდეს როგორც სამართლიანი სტრუქტურა. უსამართლო გადაწყვეტილებები უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმაზე. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ 85%-იან მხარდაჭერას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ არის“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს უსამართლო გადაწყვეტილებებში, ეს დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე.
„ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების 85%-იანი მხარდაჭერა უნდა შენარჩუნდეს მყარად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, მაგრამ ევროპარლამენტი ამაში ხელს გვიშლის. ამ შემთხვევაში შევატრიალებ მოწოდებას და ჩვენი მოწოდებაა, დაგვეხმარონ, რომ დავეხმაროთ. თუ ევროპარლამენტი არ დაგვეხმარება, ჩვენ გაგვიჭირდება მათი დახმარება“, — დასძინა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!