ტენესის პოლიციამ 4 ქალის მკვლელობისთვის ძებნილი კაცი, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვა

ტენესის პოლიციამ, შტატში მომხდარი მკვლელობების საქმეზე, ძებნილ მამაკაცს მიაგნო. 52 წლის კაცს საგამოძიებო უწყება, გუშინ 4 ქალის მკვლელობის ფაქტის დადასტურების შემდეგ ეძებდა.
ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.
სიკვდილის მიზეზად სუიციდი სახელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მან თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. შტატის პოლიციის განცხადებით, სამძებრო სამუშაოების ინტენსიურად ჩატარების შედეგად, მათ უფრო დიდი ადამიანური დანაკარგის თავიდან აცილება შეძლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას