სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები იბრიქებოდნენ, რომ უპირობოდ გადალახავდნენ ხუთპროცენტიან ბარიერს, ახლა რამ შეაშინათ? – ბექა ოდიშარია

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები, კონკრეტულად ყველა, ვინც ახლა ფიგურირებს პოლიტიკურ ველზე, იბრიქებოდა, რომ ბარიერის პრობლემა არ აქვთ და უპირობოდ გადალახავენ ხუთპროცენტიან ბარიერს, ახლა რამ შეაშინა, რამ დააფრთხო, არ ვიცი… ალბათ, შექმნილმა მდგომარეობამ და საზოგადოების ძალიან ძლიერმა მხარდაჭერამ “ქართული ოცნების” მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარია, სამომავლოდ, აღნიშნული პარტიების გაერთიანებასაც არ გამორიცხავს.
“არ გაგვიკვირდება, რომ, არჩევნების მოახლოებისას, გარკვეული შიშის გამო, რომ, ცალკე ყოფნის შემთხვევაში, ბარიერს ვერ გადალახავენ, გაერთიანდნენ ის პოლიტიკური პარტიები, ვინც ახლა ერთმანეთს ძალიან მკაფიოდ უარყოფენ,” – აღნიშნა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე