კოსტა სანიკიძე გონს მოვიდა და კონტაქტურია – “კურიერის” ინფორმაციით, მისი დაჭრისთვის დაკავებულმა პირმა თავდასხმა 2 კვირის წინაც სცადა

კოსტა სანიკიძეზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დაზარალებული “რუსთავი 2-ის” პროექტ “პრაიმჰაუსში” მონაწილეობდა. სანიკიძეს დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული. მას კლინიკა “ჰელსიკორში” გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. კოსტა სანიკიძის მეგობრები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, გონზე მოვიდა და აპარატზე შეერთებასაც აღარ საჭიროებს.
საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
კოსტა სანიკიძეზე თავდასხმა გამთენიისას, დილის 7 საათისთვის მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, მას, საკუთარ სახლში, 25 წლამდე პირი დაესხა თავს და დაჭრა. შემთხვევის დროს სახლში იყო კოსტა სანიკიძის დედაც.
“კურიერის” ინფორმაციით, მსახიობის დაჭრამდე, 2 კვირით ადრე ადგილი ჰქონდა თავდასხმის მცდელობასა და სიცოცხლის მოსპობით მუქარას, სწორედ იმ ადამიანის მხრიდან, ვინც დღეს ის დაჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა – სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი – შეუძლებელი!

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით