ალექსეი ნავალნის დღეს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ

პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ს დღეს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ოპოზიციონერის პრესმდივნის კირა იარმიშს ინფორმაციით, ნავალნის დაკრძალვა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება.
სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ადგილზე სამართალდამცველები პატრულირებენ.
ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა.
ს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.