ოლაფ შოლცი განმარტავს, რატომ არ გადასცემენ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს და აცხადებს, რომ არასწორად გამოყენების შემთხვევაში, Taurus-ი შეიძლება, სამიზნეს „სადღაც მოსკოვში მოხვდეს“

გერმანიის კანცლერი, ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ არ გადასცემენ ს Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს.
მისი თქმით, Taurus – რაკეტა, რომლის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 500 კილომეტრამდეა, არის იარაღი, რომელიც არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, სამიზნეს „სადღაც მოსკოვში მოხვდეს“.
გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ Taurus-ის მიწოდების შემთხვევაში, გერმანია უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს რაკეტების გაშვებაში. “მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელია”, – აღნიშნა შოლცმა.
კვირის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგობის მიზეზად გერმანიის ომში ჩართვის რისკი დაასახელა. „ერთი რამ ცხადია, ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით – არც პირდაპირ და არც ირიბად. ეს ორი პრინციპი ჩემს ყველა გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობს. ეს სიცხადე აუცილებელია. მაკვირვებს ის, რომ ზოგიერთ ადამიანზე ეს არც კი მოქმედებს. ისინი არც კი ფიქრობენ იმაზე, შეიძლება თუ არა იმან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ომში ჩართვა გამოიწვიოს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”