რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა უკრაინას „ილ-76“-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრები გადასცეს

რუსეთი მზადაა, უკრაინულ მხარეს ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრები გადასცეს, – ინფორმაციას რუსული მედია ადამიანის უფლებათა კომისარზე, ტატიანა მოსკალკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დიახ, ჩვენ მზად ვართ, ამისთვის პროცედურული თვალსაზრისით ყველაფერია შესაძლებელი. ცხედრების გადაცემა შესაძლებელია იმ პროცედურების მიხედვით, რაც არსებობს“, – განაცხადა ტატიანა მოსკალკოვამ.
შეგახსენებთ, 24 იანვარს ბელგოროდის ოლქის თავზე ს „ილ-76“ ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსული მხარის ინფორმაციით, თვითმფრინავში 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ და კატასტროფის შედეგად ყველა მათგანი, ასევე სამი თანმხლები რუსი ოფიცერი და ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის