მოუწევს თუ არა “ნაპოლის” საშინაო მატჩების სხვა ქალაქში ჩატარება?

მომავალი ევროპირველობა იტალიასა და თურქეთში გაიმართება. იტალიაში ტურნირის ერთ-ერთი სავარაუდო მასპინძელი ქალაქი ნეაპოლია, თუმცა ამისთვის “დიეგო მარადონას” სტადიონი რეკონსტრუქციას საჭიროებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლის” საშინაო მატჩების ბარიში ან პალერმოში ჩატარება მოუწევს.
აღნიშნულ საკითხზე რადიო Punto Nuovo-ს ეთერში ნეაპოლის მუნიციპალეტეტის ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო სიმეონემ ისაუბრა.
სიმეონემ განაცხადა, რომ “ბარსელონასთან” მატჩისას “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ესაუბრა, ნეაპოლი აუცილებლად იქნება იტალიაში ევრო 2032-ის მასპინძელ 5 ქალაქს შორის, თუმცა არენის რეკონსტრუქციისთვის თანხებია აუცილებელი, სახელმწიფოს ჯერ ცენტიც არ გამოუყვია, თუ
დაფინანსება მიიღეს, გუნდი სხვა ქალაქში არ ითამაშებს, ტრიბუნებს თანდათან გაარემონტებენ და მხოლოდ ზოგიერთი სექტორი იქნება დროებით დაკეტილი.

ასევე დაგაინტერესებთ