ახალმა ზელანდიამ 61 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პიტერსმა ში შექმნილი ვითარების გამო ს წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
„ახალმა ზელანდიამ კიდევ 61 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა“, – აღნიშნულია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ირკვევა, რომ სანქციების სიაში რუსეთის ფედერაციის 45 ფიზიკური და 16 იურიდიული პირი მოხვდა.
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, ქვეყანამ ასევე დააწესა ფასების ლიმიტები რუსული წარმოშობის ნავთობზე.
სხვა საკითხებთან ერთად, ახალმა ზელანდიამ აკრძალა შეზღუდული საქონლის ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში მესამე ქვეყნების გავლით.