დავით ზღუდაძე Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა – ქართულმა ოფისმა სომხეთის ბაზარი ჩაიბარა

დავით ზღუდაძე, რომელიც ამ დრომდე საქართველოში Mastercard-ის რეგიონული დირექტორის როლს ასრულებდა, გადახდების გლობალური გიგანტი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, Mastercard-ის ქართულმა ოფისმა კი კლასტერის ფუნქცია შეითავსა და სომხეთის ბაზრის მართვა ჩაიბარა.
გადახდების ამერიკული კომპანიის ქართულ ოფისს დავით ზღუდაძე 2022 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, ქართულ საბანკო ინდუსტრიაში მუშაობდა, როგორც “ქართუ ბანკში”, ასევე ში.
თავად Mastercard-ი კი, რომელმაც საქართველოში პირველი პლასტიკური საბანკო ბარათი რამდენიმე ათწლეულის წინ გასცა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა. Mastercard-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $442 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოში მე-19 ადგილს იკავებს.