ქარისგან მოგლეჯილი ხეები და ბანერები – ციმბირში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში, ციმბირში, ძლიერ ქარს ორი ადამიანი ემსხვერპლა – მათ ავტომობილს მოგლეჯილი ხე დაეცა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ს რამდენიმე რეგიონში ქარის სიჩქარე წამში 38 მეტრსაც კი აღწევს.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქალაქ ნოვოკუზნეცკში, სადაც კიდევ ორი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მიზეზი, ამ შემთხვევაშიც, ხის დაცემაა.
ამავე ქალაქში, სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ქარმა წააქცია დიდი ზომის ბანერი, რომელიც ქალს დაეცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქში სულ 6 ადამიანია დაშავებული.
რუსული მედია წერს, რომ ქარმა ზიანი მიაყენა კემეროვოს, კრასნოიარსკის, ნოვოსიბირსკისა და ომსკის ოლქებს, ასევე – ალთაისა და ხაკასეთის რესპუბლიკებს.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს