პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირი ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს გაემიჯნოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოლონელი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებას გამოეხმაურა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ შეიწყალოს. პაპუაშვილის მითითებით, იგივე მოთხოვნა წამოაყენა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სმაც. პაპუაშვილი წერს, რომ დროა, ევროკავშირი ევროპარლამენტარების განცხადებებს ოფიციალურად გაემიჯნოს.
პაპუაშვილის აზრით, სააკაშვილის შესახებ მისი უცხოელ მფარველების წარმოდგენებსა თუ “აუხსნელ განცხადებებს” და ქართველი ხალხის დამოკიდებულებას შორის არსებული გაუგებრობა კოგნიტურ დისონანს იწვევს, რაც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს უქმნის საფრთხეს.
“ამგვარი განცხადებების ავტორები საერთოდ ვერ ხვდებიან სააკაშვილისა და მისი უცხოელი მფარველების მიმართ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექსპრეზიდენტის “დამსახურებებს”, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროა. უფრო მეტიც, დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას. ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული “დასავლური ღირებულებები” უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად […].
მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილს პუტინთან პირადი უთანხმოება ჰქონდა, შესაძლოა ევროპარლამენტისთვის მიმზიდველ იდეას წარმოადგენდეს, რომელსაც ამ წარმოდგენას უქმნიან კონსერვატიულად განწყობილი აღმოსავლეთ ევროპელი პოლიტიკოსები. თუმცა, ფაქტები სხვას ამტკიცებ. პუტინი-სააკაშვილის დაპირისპირება არასწორი აღქმის ნაწილია, რადგან პუტინმა თავისი მიზნების უმეტეს ნაწილს საქართველოში სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს მიაღწია, როდესაც მოხდა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. სწორედ ეს ახსოვს ჩვენს ხალხს და არა სააკაშვილის რიტორიკა”. – წერს პარლამენტის თავმჯდომარე Facebook-ზე.
ს თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსები ცდილობენ მას იმიჯი შეუქმნან დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში მის როლზე, ინსტიტუციების მშენებლობასა და 2008 წელს ს შემოჭრის მოგერიებაზე საუბრით, რაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისათვის გამაოგნებელია, მათ მოსაზრებებთან შეუსაბამოა.
“2012 წლიდან სააკაშვილის პარტიამ რვავე წააგო, იქნება ეს საპარლამენტო, საპრეზიდენტო და მუნიციპალური. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახლა უკვე იმისთვის იბრძვის, რომ წლევანდელ არჩევნებზე როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს, რადგან ქართულ პოლიტიკაში ენმ სწრაფად ყალიბდება მარგინალურ პოლიტიკურ ჯგუფად. ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რას ფიქრობს ხალხი ნაციონალური მოძრაობის ბელადზე”. – წერს პაპუაშვილი.
პაპუაშვილისვე თქმით, ის უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმისადმი ლოიალურად არიან განწყობილები, “მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ ქართულ ოცნებას, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი”.
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს მოუწოდებს, გაემიჯნოს ევროპარლამენტარების “ცილისმწამებლურ” განცხადებებს და მისი პოზიცია დააფიქსიროს.
“დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან. მიგვაჩნია, რომ მთავარი ჩვენი საერთო საქმეა – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ”. – წერს პაპუაშვილი.
28 თებერვალს ევროპარლამენტმა ორი ანგარიში მიიღო, რომლებშიც საქართველოსადმი მხარდაჭერაა გამოხატული, ერთ-ერთი შესწორება კი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ამ შესწორების ავტორი პოლონელი ევროპარლამენტარი, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმების ჯგუფისგენერალური მდივანი, ანა ფოტიგაა.
შესწორებაში ნათქვამია: “გამეორებულია მოწოდება, რომ გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულ ნიადაგზე და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს მისი შეწყალების კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას”.
ფოტიგამ საკუთარ X-ზე დაწერა, რომ სააკაშვილი ვლადიმირ პუტინის პირადი მტერი და პატიმარია და მისი ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვან.