საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, უმჯობესია, გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ

საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, უმჯობესია, გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ
საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, უმჯობესია, გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მ განაცხადა.
სარჯველაძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს .
„როგორც ჩანს და ყველაფერი ამაზე მიანიშნებს, რომ ცდილობენ, პლაცდარმი მოუმზადონ სალომე ზურაბიშვილს, რათა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს და ეს სერიოზულად განსახილველი ამბავია. პრაქტიკულად, ადრე ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა „გაყიდა“, როცა შეწყალებასთან დაკავშირებით თქვა, რომ წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია. ახლაც დაახლოებით იგივე სურათია. პატარა ბავშვს რომ აღმოაჩენენ „დახუჭობანას“ თამაშის დროს და მაინც ცდილობს, სამალავიდან არ გამოვიდეს, დაახლოებით ამ მდგომარეობაშია.
როგორც ჩანს, შეწყალებას აპირებს და მძევალია მანამდე გაკეთებული აბსოლუტურად მართებული განცხადების. ახლა, როცა გადაწყვეტილი აქვს, შეცვალოს პოზიცია, მყარი დასაყრდენი სჭირდება. ეს ძალიან ცუდად ჩანს, გაშიფრულია და უმჯობესია, ამ გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ ადამიანებმა, ვინც ამას გეგმავს. რამდენიმე ევროპარლამენტარია, რომლებიც საქართველოში ოდიოზურად გამოიყურებიან. საბედნიეროდ, ეს არ ვრცელდება ყველაზე და უმრავლესობაზე. თავიანთი მოტივაცია აქვთ მათ, ვისთვისაც სააკაშვილის გულშემატკივრობა და მასთან მეგობრობა უფრო ღირებულია, ვიდრე მთელი ქართველი ერი. სხვათა შორის, ეს ადამიანები სტატუსთან მიმართებით ამბობდნენ, რომ ქვეყანას არ უნდა მიეღო, რათა ხელისუფლების შეცვლისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ამ განცხადებას აკეთებდნენ „დაჯგუფებიდან“, რომელიც სააკაშვილის მხარდაჭერით გამოირჩევა. საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, რადგან „კასტილიან“ კაცთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, რაღაცებს გეგმავენ. ეს ქართული საზოგადოების მიმართ უპატივცემულობაა“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ყანდაშვილი „ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნებზე: ვისმენ ბევრ არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას, თუ გამონათქვამს, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს მე და ჩემს გუნდს, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ ნათქვამი პრინციპი ბოლომდე დავიცვათ

ირაკლი ყანდაშვილი- მე ვიყავი პირველი, ვინც ოფიციალურად განვაცხადე მზაობა და ინტერესი, მიმეღო მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში. მქონდა და მაქვს პრინციპი, ვიყო ასოციაციის თითოეული წევრის თავმჯდომარე თანაბრად

ლიზ ტრასის სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს დღეს იმ ქვეყნის ვითარებას, რომელიც იცლის და საქართველოს მისამართით უსამართლო, ბინძური თავდასხმებით გამოირჩევა- საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ