ირაკლი ზარქუა პრეზიდენტს – რა კოალიციური მმართველობა? ახალი დაკვეთა გაქვთ მიღებული, რომ არჩევნების მეორე დღეს გამოხვიდეთ და ლეგიტიმაცია არ ცნოთ შედეგების?!

რა კოალიციური მმართველობა? ახალი დაკვეთა გაქვთ მიღებული, რომ არჩევნების მეორე დღეს გამოხვიდეთ და ლეგიტიმაცია არ ცნოთ შედეგების?! – გაშიფრულები ხართ ყველა: თქვენც და დანარჩენი პატარა „ნეონაცებიც”,- ასე მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ამ განცხადებით ზარქუა ჟურნალისტებთან, კოალიციურ მმართველობაზე ს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პატარა პარტიების და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ჯამში მაქსიმუმ 40 პროცენტია. როგორც ზარქუამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 60 – პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
„ქალბატონ სალომეს მივმართავ, რომელი ევროპული სახელმწიფოს ლიდერი არღვევს თავის ქვეყნის კონსტიტუციას?! ეს თქვენ ევროპულობა გგონიათ? რომელი ევროპული სახელმწიფოს ლიდერი გადის საერთაშორისო პლატფორმაზე და ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში რეფორმები ფსევდოა და არ დაუჯეროთო?! ეს ევროპული მიდგომაა?! რომელი ევროპული ქვეყნის ლიდერი გადაადგილდება დაუკითხავად, კანონის დარღვევით და არაადეკვატურ, მავნებლურ განცხადებებს აკეთებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ?! ერთი დამისახელეთ! ვერ დამისახელებთ! ასეთი ხართ მხოლოდ თქვენ, სამწუხაროდ. რა კოალიციურ მმართველობაზეა საუბარი?! თვითონ გამოდიან ე.წ. ლიდერები რადიკალების და ამბობენ, რომ პატარ-პატარა პარტიების ჯამი 20%-ია, „ნაცმოძრაობა“ ხომ ვიცით რომ მილევად რეჟიმშია, მაგრამ დავუწეროთ 15%, კარგი 20%. ანუ ისინიც კი აღიარებენ, რომ მინიმუმ 60 პროცენტი აქვს მმართველ პარტიას. რა კოალიციური მმართველობა? ვის ატყუებთ? თუ ახალი დაკვეთა გაქვთ მიღებული, რომ არჩევნების მეორე დღეს გამოხვიდეთ და ლეგიტიმაცია არ ცნოთ შედეგების, შალიკო ფანჩატურის მათემატიკა გამოიყენოთ და თქვათ, რომ პირველ, მეორე,მესამე, მეოთხე ადგილზე გავიდა ოპოზიცია?! ეს არის თქვენი ამოცანა და ახალი დაკვეთა?! გაშიფრულები ხართ ყველა: თქვენც და დანარჩენი პატარა “ნეონაცებიც”. არაფერი გამოგივათ,”- განაცხადა ზარქუამ.
ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს საქართველოსთვის, არის პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია, რომლებიც ნათლად პროევროპულები არიან.
“ეს ნიშნავს ოლიგარქიის დასასრულს… და ეს გარკვეულწილად პასუხია პოლარიზაციაზეც, რაღაც დონეზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ