ავტოდაზღვევის პროდუქტი დისტრიბუტორებისთვის დაზღვევაში

თიბისი დაზღვევა ბიზნესებს ახალ პროდუქტს, სადისტრიბუციო ავტომობილების დაზღვევას, სთავაზობს. პროდუქტი განკუთვნილია მეწარმეებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც გადაზიდავენ საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე.
განსხვავებით სტანდარტული ავტოდაზღვევისგან, სადისტრიბუციო ავტომობილების დაზღვევის პოლისი ანაზღაურებს როგორც მანქანისთვის, მგზავრებისა და მძღოლისთვის, ასევე მანქანაში განთავსებული საქონლისთვის მიყენებულ ზიანს.
დაზღვევა დაფარავს თქვენს ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სადისტრიბუციო ავტომობილის ძარას დააზიანებს ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი ან აფეთქება, ვანდალიზმი, ცხოველი ან ფრინველი, სტიქიური მოვლენა, საგნის დაცემა, ქურდობა ან ყაჩაღობა; ასევე პოლისით გათვალისწინებულია ზარალის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის ქონებისა და ჯანმრთელობის, დაზღვეული ავტომობილის მძღოლისა და მგზავრების, ავტომობილში არსებული გადასაზიდი ტვირთის დაზიანებით.
დაზღვევასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ დაზღვევის საიტზე გაეცნოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო სამსახური – სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 4 მლნ-მდე ლარის ზიანის მიყენებისთვის რვა პირია დაკავებული, რომელთაც 2021–2024 წლებში სვანეთიდან სხვადასხვა რეგიონში 102 მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაცია განახორციელეს