თეონა აქუბარდია – რუსეთის მიზანია ჟენევის დისკუსიის ფორმატს საერთაშორისო პარტნიორები ჩამოაშოროს, ერთი – ერთზე დაიმარტოხელოს საქართველო, სადაც ჩვენ ყველა მოცემულობაში წაგებულები ვიქნებით

რუსეთის მიზანია ჟენევის დისკუსიის ფორმატს საერთაშორისო პარტნიორები ჩამოაშოროს. ს მიზანია ერთი – ერთზე დაიმარტოხელოს საქართველო, სადაც ჩვენ ყველა მოცემულობაში წაგებულები ვიქნებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე რეაგირება ან არ არის ან „მოგუდულ რეჟიმშია“.
„ჟენევის ფორმატის წინააღმდეგ ეს პირველი იერიში არაა. როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ჟენევის ფორმატის ჩატარების აუცილებლობაზე მუქარანარევი განცხადებები იყო, კრემლის და მარიონეტული რეჟიმების მხრიდან. ახლა შეხვედრა აპრილშია დაგეგმილი. რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არანაირი წინსვლა არ იყოს, იქნება ეს დევნილების დაბრუნების საკითხზე, რომელიც ერთ-ერთი მიმართულებაა, თუ პოლიტიკურ საკითხებზე. რუსეთის მიზანია ამ დისკუსიას საერთაშორისო პარტნიორები ჩამოაშოროს. რუსეთის მიზანია ერთი – ერთზე დაიმარტოხელოს საქართველო, სადაც ჩვენ ყველა მოცემულობაში წაგებულები ვიქნებით.
ის, რაც აფხაზეთში ხდება, ეს არის ანექსიის პროცესი. რასაც ჟენევასთან დაკავშირებით ვისმენთ, ეს არის პროვოკაცია და იმის ჩვენება, რომ დასავლეთი ჩამოაშორონ ამ დისკუსიების ფორმატს. თუ რუსეთთან ამ ფორმატის ერთი-ერთზე გადატანა მოხდება, საქართველო იქნება წაგებული.
შეფასება უნდა იყოს ბევრად უფრო ხისტი, მათ შორის ჩვენი პარტნიორების ჩართულობა უნდა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, როცა ვხედავთ ასეთ პროვოკაციებს. სამწუხაროდ, საქართველოს პოზიციები არის ბევრად უფრო შესუსტებული, როცა რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებს ვხედავთ, არამხოლოდ ნარატივების დონეზე, არამედ ქმედებების დონეზე და ამაზე რეაგირება ან არ არის ან მოგუდულ რეჟიმშია. ეს კიდევ ერთხელ აჩენებს იმას, რომ საქართველო არის ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაში „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, ვიდრე ეს აქამდე იყო. განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ. პირველი შემთხვევა არ არის როცა კრემლის ლიდერები აქებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ე.ი რაღაცას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ აკეთებს სწორად. ამ მოცემულობაში ჩვენი ინტერესები არათუ წინ მიდის, არამედ უკან მიდის, არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარე.
ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ ნულოვანი ოკუპაცია უნდა იყოს და ყველას უნდა ნულოვანი ოკუპაცია, მაგრამ არ მუშაობს ხედვაზე, როგორ მოხდეს ეს ყველაფერი. ეს ღიად თქვა მ. მათი დაპირებები არის ყალბი, მათ პირობებში საქართველოს ეროვნული ინტერესები, ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში უკან იწევს“,- განაცხადა აქუბარდიამ.
მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს
„საქართველოს მთავრობას რომ განეახლებინა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ყველას ეცოდინებოდა თუ რა საფრთხეების წინაშეა ქვეყანა, მათ შორის რუსეთიდან, მაგრამ საქართველოს ეს დოკუმენტი არ აქვს განახლებული 2011 წლიდან. საფრთხეების შეფასების დოკუმენტი კი არ განახლებულა 2018 წლიდან. მოცემულობა კი ისაა, რომ რუსეთი საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს იქნება შიდა კუთხით, დემოკრატიის განვითარების კუთხით, რომელსაც რუსეთი უპირისპირდება, თუ საგარეო ვექტორის, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ის, რომ რუსეთი ცდილობს სუვერენიტეტის წართმევას როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის, ეს ომებითაც დასტურდება, რომელიც ჩვენთან დაიწყო და ში გააგრძელა. როცა ვლაპარაკობთ რუსეთის საფრთხეზე, ბუნებრივია, რუსეთს არ სურს საქართველოს არც ნატო-სა და არც ევროკავშირში გაწევრიანება. ასევე, არ სურს შემდგარი დემოკრატია იხილოს მის სამეზობლოში, ამიტომ ის იყენებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, არ დაუშვას საქართველოს წინსვლა და საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა. სწორედ ეს იყო პრეზიდენტის აქცენტები, როცა რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევაზე დაიწყო საუბარი, აქ არაფერია ახალი, იმიტომ, რომ რუსეთი ერეოდა -ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ევროპული, განვითარებული ქვეყნების არჩევნებში და მის დემოკრატიას ძირს უთხრიდა. თუ რუსეთი უკრაინაში მიაღწევს საკუთარ ინტერესებს და გაიმარჯვებს, ბუნებრივია, საქართველოს ყველანაირი ეროვნული ინტერესი სრულდება. ყველასთვის ცნობილია რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, რომელიც ახალი არაა – შიდა დასაყრდენის მომზადება და საზოგადოების ერთიანობის მოშლა იმისთვის, რომ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი ინტერესების მიღწევა გაუადვილდეს. როცა ვსაუბრობთ შიდა დასაყრდენზე, აქ არის პრორუსული ჯგუფები, როგორც გაცხადებული, ასევე ფარული, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ