ქართული გუნდის მხრიდან მზადება არაჩვეულებრივია- ნილოლას ჰეილ-ვუდსი ფრირაიდ ვორლდ ტურის დამფუძვნებელი

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე, დღეს ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება.
საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვენას შორის არის: (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად.
“დღეს დიდებული შოუ გველოდება, რადგანაც არაჩვეულებრივი მთა და თოვლი გვაქვს. ათლეტები აღტაცებულები არიან. ამინდიც საოცრად კარგია. იმედი მაქვს, რომ ღონისძიების დროს ხალხმრავლობა იქნება. ქართული გუნდის მხრიდან მზადება არაჩვეულებრივია. ჩვენ ვიმუშავეთ სამთო პატრულთან და ,,ემ თი ეის” გუნდთან ერთად, რომელიც ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა. მოხიბლულები ვართ თქვენი მასპინძლობით. აქ ყველაფერია, რაც გვჭირდება საქართველოში პირველი წარმატებული შეჯიბრების ჩასატარებლად”, განაცხადა ფრირაიდ ვორდ ტურის დამფუძვბელებლმა ნიკოლას ჰეილ-ვუდსმა .
ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ღონისძებაში 15 ქვეყნის (საფრანგეთი, კანადა, ესპანეთი, , მექსიკა, გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, იაპონია, საქართველო) 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის იქნება „ვაილდ ქარდის მფლობელი“ საქართვლოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი პოზიციონირდა, ფრირაიდის მოყვარულთათვის, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.
ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. მაყურებელს ფარავს.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორია კომპანია “თი ბი სი” , პარტნიორი კი USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და “ანდერსენ ჯორჯია”.