USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ კონფერენცია: „გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“ გამართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ კონფერენცია, სახელწოდებით: „გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“ გამართა. ღონისძიებას სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული სამართლის უზენაესობის ტენდენციები, მიღწევები და ინსტიტუციების გაძლიერების საუკეთესო პრაქტიკა.
კონფერენციაზე ისაუბრეს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე, მათ შორის – ბავშვთა, ქალთა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული სამართლის უზენაესობის ტენდენციები, მიღწევები და ინსტიტუციების გაძლიერების საუკეთესო პრაქტიკა.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა გახსნა. როგორც დიპლომატმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის საქართველოსთან მუშაობას განაგრძობს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან ერთად, სადაც განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის მოქალაქეების ხელმისაწვდომობა სამართლებრივ სერვისებზე და ადამიანის უფლებათა დაცვა. საქართველომ ამ მიმართულებით პროგრესი განიცადა და ეს აღიარებულია ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ამ საკითხებზე მსჯელობა და პროგრესის მიღწევა გრძელდება იმიტომ, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ძლიერი და სანდო სასამართლო სისტემა, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ელჩმა.