„ОДКБ სომხეთისთვის პრობლემებს ქმნის“ – ფაშინიანი

ს შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში [ოდკბ] წევრობა სომხეთს არათუ არ ეხმარება, არამედ პრობლემებსაც უქმნის, ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი .
„ვამბობდი, რომ ოდკბ ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს უსაფრთხოების სფეროში თავის ვალდებულებებს სომხეთის წინაშე, პირიქით, სომხეთისთვის პრობლემებს ქმნის“, – ციტირებს მას „გაზეტა.რუ“.
პარლამენტში გამოსვლისას ფაშინიანმა აგრეთვე განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში წევრობა იმიტომ გაყინა, რომ არ ესმის, თუ რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა მის მუშაობაში, ვინაიდან ოდკბ-ს, ს თხოვნის მიუხედავად, არ აუხსნია, რაში მდგომარეობს მისი პასუხისმგებლობა სომხეთთან მიმართებაში.
ბოლო დროს სომხეთი სულ უფრო და უფრო ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას. ცოტა ხნის წინ სომხეთმა გაყინა თავისი წევრობა „ოდკბ“-ში, რუსეთის მიერ შექმნილ თავდაცვით ორგანიზაციაში. აგრეთვე, ერევანი შეუერთდა ჰააგის სასამართლოს. ამ ყველა ნაბიჯმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. უახლეს ანგარიშში რუსეთის საგარეო უწყების შექმნილმა ფონდმა სომხეთის ირგვლივ რუსი ექსპერტების „განგაშზე“ განაცხადა.