შსს – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 20 მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი „რენოს“ მარკის 20 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა. -ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.
მაღალი გამავლობის ავტომობილები, ამ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში გადანაწილდება. საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზანი პატრულ-ინსპექტორებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ასევე, დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფების, მათ შორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით რეგულარულად აახლებს და ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება