შალვა პაპუაშვილი – ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის რეიტინგში მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებლით საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ყველა კანდიდატ ქვეყანას

ფონდ “ჰერითიჯის” 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და “მთავრობის კეთილსინდისიერების“ მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აღნიშნავს, ფონდ “ჰერითიჯის” 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა – 2024 წელს საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
,,საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია ევროპაში.
ფონდ “ჰერითიჯის” 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და “მთავრობის კეთილსინდისიერების” მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა.
ამ რეიტინგით საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია, და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას.
შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა.
აღნიშნული რეიტინგი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის და გაფლანგვის სიმცირე,” – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ