აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლდოვის სუვერენიტეტს

აშშ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას დნესტრისპირეთში მას შემდეგ, რაც სეპარატისტულმა რეგიონმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, განაცხადა 28 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა.
„ევროპაში ს მზარდი აგრესიული როლის გათვალისწინებით, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს რუსეთის ქმედებებს დნესტრისპირეთში და ვითარებას – ზოგადად“, – თქვა მილერმა პრესკონფერენციაზე.
მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კვლავ მოვუწოდებთ კიშინიოვსა და ტირასპოლს, ერთობლივად მოძებნონ დნესტრის ორივე მხარეს არსებული პრობლემების გადაწყვეტა“ -თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა, „ადგილზე ყველა დონის არჩეულების კრებამ“ 28 თებერვალს მოსკოვს მიმართა მოწოდებით, „მიიღოს ზომები დნესტრისპირეთის დასაცავად.“
დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში