პრეზიდენტი – 30 წელი ერთპარტიულ სისტემაში ვიცხოვრეთ სხვადასხვა რეჟიმებში და ყველა ერთნაირად ასრულებს

საქართველოს არაფორმალური ლიდერი საჯარო სივრცეში დაბრუნდა, რადგან საჭიროება დაინახა ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
“[საქართველოს] არაფორმალური ძალაც გარკვეულწილად შეიცვალა, ვინაიდან არაფორმალური ლიდერი საჯარო სივრცეში დაბრუნდა. ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც, რაზეც რეაგირება უნდა მოახდინონ.
ის [] საჯარო სივრცეში დაბრუნდა, როგორც “ქართული ოცნების” პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რაც ორ რამეს ნიშნავს: პასუხისმგებლობას და საჭიროებას – საზოგადოებრივ აზრს, ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება.
ასე რომ, არჩევნების დროს ეს მოხდება, ეს იქნება საზოგადოებისთვის პასუხების გაცემა რიტორიკაზე, გადაწყვეტილებებზე, წარმატებაზე, იმ გზაზე, რომელიც ქართველ ამომრჩეველს სურს…
30 წელი ერთპარტიულ სისტემაში ვიცხოვრეთ, სხვადასხვა რეჟიმებში და ყველა ერთნაირად ასრულებს, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ხდება, როდესაც ძალიან დიდხანს რჩები ხელისუფლებაში ერთი პარტიით. ასე რომ, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს [საქართველოსთვის] – არის პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია, რომლებიც ნათლად პროევროპულები არიან და ეს ნიშნავს ოლიგარქიის დასასრულს… და ეს გარკვეულწილად პასუხია პოლარიზაციაზეც, რაღაც დონეზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა