“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა:
საჯარო სივრცეში დაბრუნდა, როგორც პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, რაც ორ რამეს ნიშნავს: პასუხისმგებლობას და საჭიროებას,
ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება. ასე რომ, ეს არჩევნების დროს მოხდება, ეს იქნება საზოგადოებისთვის პასუხების გაცემა გადაწყვეტილებებზე, წარმატებაზე, გზაზე, რომელიც ქართველ ამომრჩეველს სურს… 30 წელი ერთპარტიულ სისტემაში ვიცხოვრეთ, სხვადასხვა რეჟიმში და ყველა ერთნაირად ასრულებს… დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ხდება, როდესაც ძალიან დიდხანს რჩები ხელისუფლებაში ერთი პარტიით. ასე რომ, საუკეთესო, რაც შეიძლება მოხდეს, პოლონური მოდელია, სადაც ძალების კოალიციაა, რომლებიც ნათლად პროევროპულები არიან ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს