“პრაიმჰაუსის” ყოფილი მონაწილე, კოსტა სანიკიძე დაჭრეს – დაკავებულია 1 პირი

გამთენიისას, თბილისში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაზარალებული კოსტა სანიკიძეა, რომელიც “რუსთავი 2-ის” პროექტ “პრაიმჰაუსში” მონაწილეობდა. “კურიერის” ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში დაჭრეს.
სანიკიძეს დაზიანებები მუცლის არეში მიაყენეს. კლინიკა “ჰელსიკორში” მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.
“კოსტას სახლის ეზოში მოხდა. ეს ტიპი სახლში რომ შევიდა, მაგ დროს მოხდა ის, რომ სახლიდან ვეღარ გაიქცა. მუცლის არეშია დაჭერილი, 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც ქირურგმა გვითხრა, დაკარგული აქვს 2 ლიტრი სისხლი. ფილტვებზე აქვს კიდევ რაღაც პრობლემა. სტაბილურად მძიმე სიტუაციაა,” – აცხადებს კოსტა სანიკიძის მეგობარი სალომე ბარათაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირია დაკავებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას