გადახდის სისტემა QIWI-ის დახურვის გამო რუსებმა $43.5 მლნ დაკარგეს

მიმდინარე წლის 21 თებერვალს ს ცენტრალურმა ბანკმა გადახდის სისტემა QIWI ბანკს ლიცენზია გაუუქმა, რის გამოც მილიონობით რუსი დაზარალდა.
The Moscow Times იუწყება, რომ QIWI სისტემას, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებდა, დაშლის დროს 9,3 მილიონი აქტიური საფულე ჰქონდა. ეს შეფასება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ გააკეთა, რომელმაც QIWI ბანკის მეანაბრეებს თანხები უნდა გადაუხადოს.
გამოცემა წერს, რომ გადახდის სისტემა QIWI-ის კრახის გამო, რუსმა მეანაბრეებმა მთლიანობაში 4 მლრდ რუბლზე (დაახლოებით $43.5 მლნ) მეტი დაკარგეს. ბანკის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, QIWI-მ დაუყოვნებლივ შეწყვიტა მუშაობა, რის შემდეგაც კლიენტებს ფულზე წვდომა შეეზღუდათ.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო არ გეგმავს სახელმწიფო დაზღვევის გადახდას საფულის მფლობელებისთვის ისე, როგორც დეპოზიტებზე. მათ მფლობელებს მოუწევთ სესხების რიგში დგომა და საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება.