მოლდოვის მთავრობის პრესსპიკერი აცხადებს, რომ კიშინიოვი დნესტრისპირეთის ე.წ. დეპუტატების „პროპაგანდისტული სხდომის შემდეგ“ ესკალაციას არ ელის

მოლდოვა დნესტრისპირეთის “დეპუტატების” პროპაგანდისტული სხდომის შემდეგ ესკალაციას არ ელის. ამის შესახებ მოლდოვის მთავრობის პრესსპიკერმა დანიელ ვოდემ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მოლდოვის მთავრობაში თვლიან, რომ დნესტრისპირეთის “დეპუტატების სხდომა” და მისი გადაწყვეტილებები ესკალაციისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს არ ქმნიან.
“ეს ღონისძიება კრემლისა და მათ მიერაა დაგეგმილი, ვინც დნესტრის მარცხენა მხარეს იმყოფება. დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავთ. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ვიმეორებთ, რომ ამ რეგიონს ასევე სურს მშვიდობა და უსაფრთხოება”, – განაცხადა ვოდემ.
მოლდოვის მთავრობის სპიკერმა ტირასპოლში ჩატარებულ სხდომას წმინდად პროპაგანდისტული მოვლენა უწოდა, “ხრიკი, რომელიც უცხოელი ჟურნალისტების პირდაპირ ტრანსლაციებსა და დაძაბულ სათაურებს არ იმსახურებს.”
მან ხუმრობით აღნიშნა, რომ ოთხშაბათი დღის ერთადერთი “დაძაბულობა” მოჟამული ამინდი იყო.
ცნობისთვის, ოთხშაბათს ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს დაცვა სთხოვეს “მოლდოვის გაძლიერებული ზეწოლის პირობებში.” მათ ასევე მოსკოვს მიმართეს, გაითვალისწინოს ოკუპირებულ რეგიონში მუდმივი ბინადრობის მქონე 220 ათასი ს მოქალაქე და “დნესტრზე რუსული მშვიდობისმყოფელების უნიკალური დადებითი გამოცდილება.”

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება