ლიეტუვა და ლატვია არ არიან პრინციპში უკრაინაში სახმელეთო ჯარის გაგზავნის წინააღმდეგი

ლიეტუვის შემდეგ ლატვიამაც არ გამორიცხა სახმელეთო ჯარის გაგზავნა ში, რომელსაც ორი წლის წინ ს დაესხა თავს.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დე-პე-ა-ს სააგენტოს შეკითხვას უპასუხა, რომ თუ ნატოელი მოკავშირეების შეთანხმება თუ იქნება, ლატვია მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მთლიანად ასეთ მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა პირობით, რომ დასავლელი სამხედროები საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ სარკოზიმ განაცხადა, რომ მართალია, არ არსებობს სახმელეთო ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესახებ კონსენსუსი, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ამის ერთ-ერთ მაგალითად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაღმვის სამუშაოები დაასახელა. დასავლეთის ქვეყნების სამხედროების უკრაინაში განლაგება აუცილებლად არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში მათ მონაწილეობას, თქვა სტეფან სეჟურნემ და დააზუსტა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგება “საომარ ზღვარს” არ გასცდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის