ქართულ ბანკებში არარეზიდენტების დეპოზიტების წილი 19%-მდეა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის იანვრის ბოლოსათვის 50.68 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 72.08 მლნ ლარით, ანუ 0.14%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.47%-ით მეტი).
იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.95 მლრდ ლარით, ანუ 10.08%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.33%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.88 მლრდ ლარით, ანუ 6.02%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 5.64%-ით).
რაც შეეხება არარეზიდენტების დეპოზიტების მოცულობას, გასული წლის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, მათი წილი მთლიან დეპოზიტებში 18.6%-ია.

ასევე დაგაინტერესებთ

„OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას“ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი