მთავრობის დადგენილებით, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე 250-ლარიანი გადასახადი 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
როგორ დოკუმენტშია აღნიშნული, დადგენილება 2023 წლის 12 ივნისიდან ამოქმედდა და „ძალაშია 2024 წლის 1 სექტემბრამდე“. დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
შეგახსენებთ, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებას გასულ წელს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები ითხოვდნენ. ისინი მიზეზად რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადს ასახელებდნენ, რაც მათივე თქმით, კონკურენციის არათანაბარ პირობებს ქმნიდა.