რუსეთის დუმამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც „უცხოური აგენტების“ რეკლამას კრძალავს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც „უცხოური აგენტების“ რეკლამას კრძალავს.
დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციებს რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოურ აგენტებად“ აღიარებული ადამიანების რეკლამირება და მათ რესურსებზე რეკლამის განთავსება იკრძალება.
„ბევრი თაღლითი, ვინც ეს ფული მიიღო, იმ ფაქტს არ მალავს, რომ იგი კიევის ნაცისტური რეჟიმის დასაფინანსებლად გამოიყენეს, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს, ოფიცრებსა და სამოქალაქო პირებს კლავს. კანონის მიღება ამ პრაქტიკას შეაჩერებს“, – განაცხადა რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
კანონის დარღვევა ფიზიკური პირებისთვის 50 000 რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 000 რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა