ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, ს საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ძმის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით მოკლა ძმა”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს ბრალდებული, რომელსაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.