ის, რაც ხდება, ეს არ ხდებოდა იმ ბნელ, უკუნით 90-იანებში შევარდნაძის დროს. არის მტაცებლობა ჩვეულებრივი და ადგილობრივმა ხელისუფლებამ შექმნა სენაკის მოსახლეობაში შემდეგი რეალობა: ერთი მხარე, ძალიან ცოტა ადამიანი, ვინც არის დასაქმებული ბიუჯეტის ხარჯზე და ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს და არავისი არ ეშინია და რასაც უნდა, იმას აკეთებს და დანარჩენი სენაკი მეორე მხარეს ვართ, ადამიანები, რომლებსაც გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ 1 ალტერნატივა ამ ხელისუფლების ხელში – ერთი, ან გავიქცეთ ევროპაში და ვიმუშაოთ მტვირთავებად ან გავხდეთ ნარკომანები, იმიტომ, რომ სენაკი გახდა ნარკომანების ქალაქი, – ამბობს ოპოზიციის წევრი.
