გაერო: ღაზის საავადმყოფოში ჩარჩენილებს შორის 32 ჩვილია

გაეროს გუნდი 19 ნოემბერს აცხადებს, რომ ღაზის საავადმყოფოში რჩება 291 პაციენტი – მას მერე, რაც სხვების ევაკუაცია განხორციელდა. საავადმყოფოში ჩარჩენილებს შორის არიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი 32 ჩვილი, ტრავმირებული პაციენტები ინფიცირებული ჭრილობებით, პირები, რომლებსაც ხერხემლის დაზიანება აქვთ და ვერ გადაადგილდებიან.
გაეროს გუნდმა შეძლო მოენახულებინა შიფას საავადმყოფო, მას მერე, რაც შენობა დატოვეს 2500-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა, პაციენტებმა, რომლებსაც სიარული შეეძლოთ და სამედიცინო პერსონალმა – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
ისრაელი დიდი ხანია იუწყება, რომ ღაზის მმართველ “ჰამასს” – რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ – ამ საავადმყოფოში და მის ქვეშ საოპერაციო ცენტრი აქვს განთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა