რობოტული ქირურგიის ცენტრ MMT HOSPITAL-ში უროლოგიური მიმართულების გარდა, სხვა ქირურგიული თუ გინეკოლოგიური ოპერაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება

ახლო მომავალში MMT HOSPITAL-ში უროლოგიური მიმართულების გარდა, სხვადასხვა ქირურგიული თუ გინეკოლოგიური ოპერაცია განხორციელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას რობოტული ქირურგიის ცენტრი MMT HOSPITAL-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, MMT HOSPITAL-ში რობოტ ასისტირებადი ოპერაციები 26 თებერვლიდან ხორციელდება.
„26 -28 თებერვალს უკვე წარმატებით ჩატარდა ოპერაციები პროსტატის კიბოს გამო – რობოტ ასისტირებული ლაპაროსკოპიული პროსტატექტომია.
პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი უზრუნველყოფს, რომ ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა პროფესიონალი ქირურგისთვის, შესაბამისად ახლო მომავალში გარდა უროლოგიური მიმართულებისა MMT HOSPITAL -ში განხორციელდება სხვადასხვა ქირურგიული თუ გინეკოლოგიური ოპერაცია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა