ბიტკოინის ფასმა 58 ათას დოლარს გადააჭარბა

ბიტკოინის (BTC) კურსმა წლიური მაქსიმუმი კიდევ ერთხელ დააფიქსირა და Binance-ის ბირჟაზე 58 ათას დოლარს გადააჭარბა.

ეს არის მისი ფასის მაქსიმუმი 2021 წლის ნოემბრის შემდეგ. ბიტკოინის კურსის ისტორიული მაქსიმუმი მიღწეულია 2021 წლის 10 ნოემბერს $68.7 ათასი.
ბიტკოინი ორ დღეში 7 ათას დოლარზე მეტით გაძვირდა. CoinGecko-ს თანახმად, BTC-ის კაპიტალიზაციამ 1,15 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

ასევე დაგაინტერესებთ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“