შალვა პაპუაშვილი – რამე ახალს ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში? – არჩევნებში ნებისმიერი ჩარევა არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან არის ეს ჩარევა

ზოგადად, არჩევნებში ჩარევის რისკები არის – რა თქმა უნდა, ცდილობს ქართულ პოლიტიკაში ჩარევას, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთი – ყველას ვატყობთ, რომ ხაზგასმა არის რუსეთის ჩარევის პრობლემაზე. არ ვიცი ამას ვის ეუბნებიან, საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 30 წელია ამ ბრძოლაშია? რამე ახალს ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრეზიდენტის, ს განცხადებას გამოეხმაურა მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ.
მისივე განცხადებით, „არჩევნებში ნებისმიერი ჩარევა, საქართველოს მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგაა“.
„სხვა დროსაც ვთქვი, რომ მისი კერძო მოგზაურობები ჩემი ინტერესის სფერო არ არის. მნიშვნელოვანია ის, რომ პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან მას ლეგიტიმაცია აღარ აქვს, შესაბამისად, ის ჩვენს ინტერესებს ვერ დააზიანებს, ვინაიდან, ყველასთვის ცნობილია, რომ ის საქართველოს არ წარმოადგენს. ამიტომ, ამ შინაარს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება, ზოგადად არჩევნებში ჩარევის საკითხს – რა თქმა უნდა, ეს რისკები არის. ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში და რთულ დროს ვართ. საქართველოს მიმართ ინტერესები სხვადასხვა მხრიდანაა. ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში დახურულ ფორმატში ისაუბრა, ოპოზიცია დიდად არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ვინც იყო მოისმინეს კიდეც რა საფრთხეებია ამ მხრივ, რა მცდელობები და ფაქტები აღიკვეთა ამ მხრივ. ეს ჩარევები ქართულ პოლიტიკაში არის რუსეთიდან, რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს [ჩარევას], მაგრამ არა მხოლოდ რუსეთი. ეს არის მნიშვნელოვანი. პრობლემა არის მაშინ, როდესაც ასეთი განცხადებებით ცდილობენ იმის წარმოჩენას, თითქოს ერთადერთი წყარო არის რუსეთი და ამით ჩვენ ყურადღებას სხვა მიმართულებები ადუნებენ. კიდევ ერთხელ, ქალბატონ სალომეს, რაც შეეხება მისი განცხადებები აღარ წარმოადგენს ჩემს დიდ ინტერესს. თუმცა ყველას ვატყობთ, რომ ხაზგასმა არის რუსეთის ჩარევის პრობლემაზე. არ ვიცი ამას ვის ეუბნებიან. ეუბნებიან საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 30 წელია ამ ბრძოლაშია? რამე ახალს ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში? არ ვიცი, მგონი, ამ მხრივ რაიმე ახლის აღმოჩენა არ არის. მე ხაზი გავუსვი, რომ არჩევნებში ნებისმიერი ჩარევა, არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ. მნიშვნელობა არ აქვს საიდან არის ეს ჩარევა”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება