ირაკლი ნადირაძე – ისტორიული უსამართლობაა, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანაში გაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, იყოს ციხეში

გრძელდება ხელმოწერების კამპანია პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ისტორიული უსამართლობაა, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანაში გაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, იყოს ციხეში. რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რათა მოემსახუროს ჩვენი ხალხის კეთილდღეობას,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი შეძლებს, ამ ქვეყანაში უკეთესი, ევროპული ცხოვრება იყოს.
„გრძელდება ხელმოწერების შეგროვება. ისტორიული უსამართლობაა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ბიუჯეტი და პენსია გაზარდა, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა ქვეყანაში, ციხეში იყოს გამოკეტილი.
შესაბამისად, ძალიან მალე უნდა იყოს გათავისუფლებული, რათა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, შემოიტანოს ქვეყანაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, რომელიც ამ ქვეყანაში შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.
შეძლებს, ამ ქვეყანაში უკეთესი ცხოვრება იყოს, ევროპული ცხოვრება, უკეთესი ჯანდაცვა, განათლება და ყველა ის დაწყებული საქმე, რომელიც მოემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, რაც ბოლომდე იქნება დაცული“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ