შალვა პაპუაშვილი – ქართველმა ხალხმა ისედაც იცის, მაგრამ სამწუხაროდ, თვალებში ნაცარს გვაყრიდნენ შიგნიდან, ზოგიერთი უცხოელი აქტორი გარედანაც, როცა ნიკა გვარამიას ჟურნალისტად წარმოგვიდგენდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა განხორციელდა, რომ მას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, შეეწყალებინა.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი დაცინვა იყო, როდესაც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა.
„ქართველმა ხალხმა ისედაც იცის, მაგრამ სამწუხაროდ, თვალებში ნაცარს გვაყრიდნენ შიგნიდან, ზოგიერთი უცხოელი აქტორი გარედანაც, როდესაც ნიკა გვარამიას ჟურნალისტად წარმოგვიდგენდნენ. ყოფილ გენერალური პროკურორის მოადგილეს, რომელიც „იმედის“ დახურვის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ყველას დაგცინეს, როდესაც მას ცოტა ხნის წინ -ში ჟურნალისტის რაღაც პრიზი მიანიჭეს. თქვენს შრომას დასცინეს, როდესაც ჟურნალისტი უწოდეს ადამიანს, რომელიც ტელევიზიებს ხურავდა, რომელმაც ქართულ მედიაში შემოიტანა უხამსობა, როგორც მედიისთვის მისაღები ფორმა, რომელმაც გააქრო მედიაში ჟურნალისტის სტანდარტის ღირებულება. როდესაც ამერიკული ორგანიზაცია ანიჭებს მას ჟურნალისტიკაში ჯილდოს, როდესაც მას ესარჩლებიან ზოგიერთი უცხოელი აქტორები და წითელ ხალიჩას უფენენ, ამით არავის ზიანი არ ადგება, მაგრამ ამას ქართველი ხალხი ხომ უყურებს. იმ წითელ ხალიჩებს, რომელიც დაუფინეს მას ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ზოგიერთ საელჩოში. ის პრიზები უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იყო. ამას ქართველი ხალხი ხედავს, ეს არის ყველაზე დიდი ანტიდასავლური პროპაგანდა, რაც შეიძლება მოხდეს. გახსოვთ, რომ მისი შეწყალება მოხდა ზეწოლის ქვეშ. შემდეგ გაირკვა, რომ ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროპარლამენტარმა ქართველ ხალხზე ადრე იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა შეეწყალებინა ის. ვიცით, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ზოგადად, დასანანია, როდესაც შეწყალება ხდება გარედან ზეწოლის მეშვეობით, ეს კიდევ ერთხელ არის ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევა. თუმცა, შეწყალების შემდეგაც გვახსოვს ზოგიერთი უცხოელი აქტორის გამოხმაურება, რომ ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ასეთი რაღაცები არის ყველაზე დიდი ანტიდასავლური პროპაგანდა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება