ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც ცოლი მოკლა. შემთხვევა 2023 წლის 26 სექტემბერს, ბოლნისში მოხდა. კაცი სამართალდამცველებმა მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ, 30 სექტემბერს დააკავეს.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 26 სექტემბერს, ბოლნისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნადაგზე მეუღლეს არასრულწოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
კაცს ბრალი წარდგენილი ჰქონდა 11 პრიმა 109-ე მუხლის თ, კ და მ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას, ჩადენილს გენდერული ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”