40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება

40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა მ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერის გამოცხადება უკვე დაევალა.
„მე მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრ სთან და გადაწყვეტილება მიღებულია 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით. უკვე მთავრობის განკარგულება გამოიცა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერმა განმარტა, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ავტობუსები.
„ავტობუსები სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის; ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილი იქნება თბილისის კლიმატურ პირობებზე; აღჭურვილი უნდა იყოს ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ავტობუსებში უნდა განთავსდეს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და აღნიშნული სისტემის მართვის კომპიუტერს.
„ავტობუსები გათვლილი უნდა იყოს 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსებში უნდა განთავსდეს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და აღნიშნული სისტემის მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე, WIFI მოწყობილობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.