A კატეგორიის ტაქსის ნებართვები, რომელიც 1 აპრილამდე არ გააქტიურდება სამუდამოდ უქმდება – მერის მოწოდება

A კატეგორიის ტაქსის ნებართვები, რომელსაც მფლობელები 1 აპრილამდე არ გაააქტიურებენ ავტომატურ რეჟიმში სამუდამოდ გაუქმდება – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მ განაცხადა.
მერის თქმით, გაცემულია ამ ტიპის 35 000-ზე მეტი ნებართვა. აქედან კი, არა აქტიური 20-21 ათასია.
“მოგეხსენებათ, გასული წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც საკუთრებაში დააკანონა A კატეგორიის ტაქსის ნებართვები. ვისაც აქვს A კატეგორიის ნებართვები, ეს სამუდამოდ მათი საკუთრებაა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის რეფორმა ითვალისწინებდა 1 წლიან ვადას, რომელიც იწურება მიმდინარე წლის 1 აპრილს. მიმდინარე წლის 1 აპრილამდე გაცემული ნებართვები უნდა გაააქტიუროს. საუბარია 35 000-ზე მეტი ნებართვაზე, რაც 2-3-ჯერ მეტია იმაზე, რაც დედაქალაქისთვის არის საჭირო. მოქალაქეებს ჰქონდათ სურვილი აეღოთ ეს ნებართვები. ამის მიუხედავად, დაახლოებით 20-21 ათასი ნებართვა გასააქტიურებელია. ამიტომ, 1 აპრილამდე არის ეს ვადა, რაც უნდა გაითვალისწინონ. სხვა შემთხვევაში, ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება” – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, დამატებითი ინფორმაციის მიღება მერიის ვებგვერდსა და ცხელ ხაზზეა შესაძლებელი.