“კახური ბუღლამა – თქვენცა ბუღავთ ხოლმე ხბოს ხორცს ბოსტნეულობებში და რამე?” – მაკა სახურია

პედაგოგი, მაკა სახურია:
სხვა ვერავინ ისე ქირურგიულად ვერ დაჯიჯღნის ქართულ ენას, როგორც კულინარები. ცომში გახვეული პროდუქტები რომ დამფლინგებია, ამას ხომ შევეჩვიეთ? ახლა ვერ ვიგონებ, რაებს ვაწყდები ხოლმე კულინარიულ რამე-რუმეებში. გავიხედოთ, ერთი რესტორანი კახურ ბუღლამას არეკლამებს და… ბოსტნეულში ჩაბუღული ხბოს ხორციოოო… თქვენცა ბუღავთ ხოლმე ხბოს ხორცს ბოსტნეულობებში და რამე? ჩაქაფულები და ხარჩოები იცოცხლე, მაგრამ აი, ჩაბუღვაც უნდა დავიწყო ახლა. ეტყობა, ხბო ხარი ანუ ბუღა უნდა იყოს და ბუღა უნდა ჩაბუღო, აბა რა?

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: აი ამ ახალგაზრდებს მივმართავ. 26 ოქტომბერს სწორედ ის წყდება, რომ დედათქვენის წარმოსახვითი ბედნიერების ტყვეობიდან თავი დაიხსნათ და თავად მოიპოვოთ ბედნიერება თავისუფლებაში