რუსი ექსპერტების შეფასებით საქართველო „შედარებით მეგობრული“ ქვეყანაა

ს “კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა” (НИИРК) „პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის შესახებ“ ყოველწლიური მონიტორინგისა და რეიტინგის შედეგები გამოაქვეყნა.
რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველო „შედარებით მეგობრული“ ქვეყანაა, ამასთან, გასულ წელთან შედარებით, „მეგობრულობის“ სარეიტინგო ქულა მცირედით დაკლებულია.
“მიუხედავად იმისა, რომ (საქართველოს) მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი აშკარად ანტირუსული ხასიათისაა, ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციების რეჟიმი შერბილდა: გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, აღდგა საჰაერო მიმოსვლა ქვეყნებს შორის, ქართველი ახალგაზრდები აქტიურად არიან დაინტერესებულნი რუსული საგანმანათლებლო პროექტების მიმართ და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლით“, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევაში პირველად მოხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – „სამხრეთ ოსეთს“ ყველაზე მეგობრულის წოდება აქვს (100-დან 93.5 ქულა), “” მესამე ადგილზეა (81.4 ქულა), მეორე ადგილზე კი ბელარუსია (87.6 ქულა).
ყველაზე უარესისკენ შეცვლილია სომხეთის მაჩვენებელი, რაც რუსი ექსპერტების შეშფოთებას იწვევს. მოლდოვა, რომელიც გასულ წელს „შედარებით მეგობრული“ იყო, წელს „არამეგობრულების“ რეიტინგში მოხვდა. შესაბამისად, მოლდოვა შეუერთდა მოსკოვისთვის „არამეგობრული“ პოსტსაბჭოთა ქვეყნების რიცხვს, რომელთა შორისაა , ლიეტუვა, ლატვია და .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ