რას აკეთებს ოცნება ივანიშვილის გადასარჩენად? – “რომ არ დაასანქცირონ, ამის გამო რომ ამას აკეთებ, არაა კარგი ამბავი” – მახარაძე

ალტ-ინფოს ერთ ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე, გადაცემაში “აი, უცნობი” ამტკიცებს, რომ ქართველი ერი ლგბტ-ე საზოგადოებად ჩამოყალიბდება, რაზეც უცნობი პასუხობს, რომ “არ სჯერა, რომ ქართველი ერი გა@@დარასტდება”.

ზურა მახარაძე იმასაც ამტკიცებს, რომ “მაიდანი” ქვეყანაში არ მოხდა იმიტომ, რომ სწორედ მათ გააფრთხილეს მთავრობა მოსალოდნელ საფრთხეზე და ამბობს:

ივანიშვილი რომ არ დაასანქცირონ, მაგის გადასარჩენად რომ კანონებს იღებ, ეგ არაა კარგი ამბავი.

ახალმა პრემიერმა ჩვენ რაზეც ვუტევდით დასავლეთს, აღარ შევუტევთ და ისინიც აღარ გვიტევენო.

რაზე უტევდნენ? გადატრიალებას გვიწყობთო, მაიდანი მოდისო, ჩვენ რასაც ვამბობდით, ხომ გაიმეორა იგივე სუსმა?

უცნობი:

-სუსმა შეიძლება ბევრი რამე თქვას.

ზურაბ მახარაძე:

-იქედან აწვებოდნენ პასუხად რუსეთუმეები ხართ და ოლიგარქიაო. რაც ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, რატომ ამოწიეს “რუჩნიკი” დეოლირგარქიზაციაზე?