– ხელისუფლების ხელში დეკლარაციების შემოწმების საკითხი შესაძლოა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული

ნუ გვგონია, რომ დეკლარაციების შემოწმებით რაიმე კორუფციული ფაქტები გამოვლინდება. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ გამოვლინდება ტექნიკური ხარვეზები, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
რომან გოცირიძის თქმით, შესაძლებელია, რომ დღევანდელი ხელისუფლების ხელში დეკლარაციების შემოწმების საკითხი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული.
„ღარიბაშვილს ხომ აჩუქა მამამისმა 50 000 დოლარი. ასევე, ბევრჯერ ყოფილა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისთვის ოჯახის წევრებს მიუცია საჩუქარი. სამწუხაროდ, დეკლარაცია მშობლამდე ვერ მიდის. ფულის წარმოშობის წყარომდე დეკლარაცია არ მიდის. ტყუილად ნუ შევიქმნით ილუზიებს. ანტიკორუფციული ბიურო რომ შეამოწმებს დეკლარაციებს, ის ვერ მივა ფულის წარმოშობის წყარომდე, ამის უფლება მას არ აქვს. ღარიბაშვილის მამას არ ეტყვიან: „ფული საიდან მოიტანე?“
ნუ გვგონია, რომ დეკლარაციების შემოწმებით რაიმე კორუფციული ფაქტები გამოვლინდება. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ გამოვლინდება ტექნიკური ხარვეზები. მაგალითად, ვიღაცას ბანკში 50 ლარი უნდა მიეთითებინა და 30 ლარი წერია და ა.შ. მაგრამ შესაძლებელია, რომ ხელისუფლების ხელში დეკლარაციების შემოწმების საკითხი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული. ამიტომაა საშიში თუნდაც ის კომისია, რომელიც ანტიკორუფციულთან შეიქმნა და მურუსიძის და კიდევ ვიღაცების შემოწმება ჩაწერეს და გაგვიხარდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ