მაიკ ჯონსონი – პირველ რიგში საჭიროა აშშ-ის საჭიროებებზე ვიზრუნოთ

პირველ რიგში საჭიროა -ის საჭიროებებზე ვიზრუნოთ – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, მაიკ ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა.
ჯონსონის თქმით, თეთრ სახლში მან კონგრესის ლიდერების პრეზიდენტთან საერთო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ასევე ცალკეც ესაუბრა ბაიდენს.
“როდესაც დღეს აქ მოვედი, მიზნად მქონდა გამომეხატა, თვალსაჩინო სიმართლე: პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ და უპირველეს ყოვლისა – ჩვენს ღია საზღვარზე”, – განაცხადა ჯონსონმა.
წარმომადგენელთა პალატის მუშაობის სხვა პრიორიტეტად ჯონსონმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელება დაასახელა.
მან აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილეები “ძალიან ოპტიმისტურები არიან” და იმედი აქვთ, რომ “შათდაუნის” თავიდან ასარიდებლად შეთანხმებას მიაღწევენ.
ბოლოს ჯონსონმა იმ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებასაც მოიცავს.
“მკაფიოდ ვუთხარი პრეზიდენტს და სხვა დამსწრეებს, რომ [წარმომადგენელთა] პალატა აქტიურად შეისწავლის ყველა შესაძლო ვარიანტს. და ამ საკითხს დროულად შევუდგებით, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვეყნისთვის პირველი პრიორიტეტია – საზღვარი და მისი დაცულობა”, – განაცხადა ჯონსონმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ტელერხმა ABC-მ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ინფორმაცია გაავრცელა, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების არდამტკიცების შემთხვევაში მარტის ბოლოსთვის ს საბრძოლო მასალის “კატასტროფული” უკმარისობა ელის, კერძოდ კი, საარტილერიო ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება