მოსკოვში ალექსეი ნავალნის ადვოკატი, ვასილი დუბკოვი დააკავეს

გამოცემა Meduza-ს ცნობით, მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის ს ადვოკატი ვასილი დუბკოვი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დუბკოვს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედება ბრალად, თუმცა, ჯერჯერობით მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
ნავალნის სიკვდილის შემდეგ დუბკოვი ნავალნის დედას ლიუდმილა ნავალნაიას სალეხარდში ახლდა თან, სადაც შვილის ცხედრის დაბრუნების მცდელობებში ეხმარებოდა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და ს მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი ცხედარი გადასცეს დედას, რომელსაც შვილის სხეულს რამდენიმე დღე არ აჩვენებდნენ.
ალექსეი ნავალნის მკვლელობა 2020 წელს, საწამლავი ნოვიჩოკით სცადეს, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ომსკის საავადმყოფოში დარეგულირდა, ოპოზიციონერმა მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა. მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის “ივ როშეს” საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და -მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს.
2022 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ალექსი ნავალნი დამნაშავედ ცნო კიდევ ორ საქმეში, რომელიც მას თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 1.2 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრეს.
2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია “ივ როშე”, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

ასევე დაგაინტერესებთ