დმიტრი პესკოვი: „რუსეთმა თავიდან აიცილა ეკონომიკური კოლაფსი“

ს ხელისუფლებამ შეძლო თავიდან აეცილებინა ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც ემუქრებოდა ქვეყანას 2022 წელს უპრეცედენტო სანქციების შემოღების შემდეგ“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტი ჟურნალისტმა პაველ ზარუბინმა თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა.
„იყო კოლაფსის საშიშროება, ჩვენ ნამდვილად მოგვიწია ყველა რესურსისა და შინაგანი ძალების მობილიზება ამ კოლაფსის თავიდან ასაცილებლად“, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკას მაშინ თავზე დაატყდა უპრეცედენტო სანქციების ტვირთით.
„მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ჰქონია მსგავსი გამოწვევები და ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა ასეთ დარტყმას“, – აღნიშნა პესკოვმა, რომლის თქმითაც, რუსეთის ფედერაციამ არა მხოლოდ დაასტაბილურა ეკონომიკური ვითარება, არამედ „ზრდის ტრაექტორიაზეც“ გავიდა:
„ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ეკონომიკა არა 2%-ით, როგორც ევროპელები ამბობენ, არამედ 3%პროცენტით დაიწყებდა ზრდას.“
2023 წლის იანვარში მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებული პროგნოზით, მიმდინარე წელს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა 3.3%-ით უნდა შემცირებულიყო. მსოფლიო ბანკი რუსეთის ეკონომიკის 1,6%-იან ზრდას 2024 წლისთვის პროგნოზირებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოალიციურ პარტნიორებს – ასევე, საქართველოს პრეზიდენტს იმ ბრძოლისთვის, ლიდერობისთვის, დროშისთვის, რომელსაც ჰქვია საქართველოს დროშა ევროპაში