“ცხედარი შესაძლოა თვითონ იყო საფრთხე… სინჯის თუ ავიღებთ, დავამტკიცებთ, რითი იყო ნავალნი მოწამლული…” – “ნოვიჩოკის” შემქმნელი

მეცნიერი, “ნოვიჩოკის” შემქმნელი ვილი მირზაიანოვი “მთავარი არხის” ეთერში, ამბობს:
“ნოვიჩოკი” ადამიანის სხეულში, შეიძლება, საკმაოდ დიდხანს დარჩეს. ის ადამიანის ყველა უჯრედში აღწევს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს. თუ მოწამვლის ვერსია სიმართლეა, ცხედარი ოჯახს დიდხანს იმიტომ არ გადასცეს, რომ ის, შესაძლოა, თვითონ წარმოადგენდა საფრთხეს. ალბათ შეიყვანეს ანტიდოტები, რომ “ნოვიჩოკი” გადამცემი არ ყოფილიყო და თუ შეიყვანეს, სხეული აღარ იქნება საფრთხე, რადგან ის “ნოვიჩოკს” და სხვა ნივთიერებებს სპობს, თუმცა არა ისე, რომ თუ შესაძლებელი იქნება სინჯის აღება, ისევ შეგვეძლება დავამტკიცოთ ან გამოვავლინოთ, რითი იყო ნავალნი მოწამლული… ეჭვი მეპარება, ამ სინჯის აღების ნებართვა დართონ ოჯახს და რომც დართონ, ვინ გააკეთებს ამ ანალიზს?! ამას დიდი გამოკვლევა სჭირდება, სპეციალური ლაბორატორია, სადაც გამოვლინდება კვალი. მოქმედ ლაბორატორიებში ეფ-ეს-ბეს კონტოროლქვეშ მუშაობენ, ამიტომ ეს შედეგი დამაჯერებელი არ იქნება. თუ ცხედარს ინგლისში ან გერმანიაში წაიღებენ, რაღაცის გარკვევა შესაძლებელი იქნება, – ამბობს მირზაიანოვი.
მისივე თქმით, ნოვიჩოკით მოწამვლის შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში, კვალი წლების მერეც რჩება: “შესაძლებელი იქნება კვალის გამოვლენა. თუ თვითონ ნივთიერება არ შეინახება, შენარჩუნდება დაშლის პროდუქტი, რომელსაც იწვევს ეს მომწამვლელი ნივთიერება”.
კითხვაზე, რამდენ ხანში კლავს აღნიშნული ნივთიერება, მირზაიანოვი ამბობს, რომ “ყველაფერი იმ დოზაზეა, დამოკიდებული, რაც ადამიანის სხეულში შეჰყავთ”.
“თუ შეიყვანენ სადღაც 5 მილიგრამს, რაც არის მისი წონის ადამიანისთვის, მაშინ სიკვდილი შეიძლება მომენტალურად დადგეს, ნაკლებს თუ შეიყვანთ, მაშინ სიკვდილის პროცესი გაჭიანურდება”, – განმარტავს “ნოვიჩოკის” შემქმნელი და ამბობს იმასაც, რომ “თუ ადამიანმა მიიღო ლეტალური დოზა, იწყება კონვულსიები და შემდეგ გულის გაჩერება”.
გადაცემის წამყვანის შეკითხვას კი, თავის დროზე რისთვის შეიქმნა “ნოვიჩოკი”, ვილი მირზაიანოვი ასე პასუხობს:
“თავდაცვის მიზნით… ქიმიური იარაღი უნდა გამოეყენებინათ – მაგრამ ქიმიური იარაღი გამოიყენება მოსახლეობის მასობრივი ხოცვისთვის. ჩვენ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ჩვენს მიერ გამოგონილ ნივთიერებას თავისივე მოქალაქეების მოსაკლავად გამოიყენებდნენ. ეს სრული შოკი იყო”.
მირზაიანოვი 1965-1992 წლებში მუშაობდა ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც კურირებდნენ სსრკ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სამინისტროები და კგბ. მისი სიტყვებით, ნივთიერება A-230, რომელიც პირველი იყო „ნოვიჩოკის“ სერიაში, 1970-იანი წლების დამდეგს შექმნა პიოტრ კირპიჩევმა ქალაქ შიხანიში, ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ე.წ. ვოლსკის ფილიალში. მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ არსებობის შესახებ ვილ მირზაიანოვი პირველად მოჰყვა 1992 წლის სექტემბერში. 1995 წლიდან მირზაიანოვი -ში ცხოვრობს.
სკრიპალების მოწამვლიდან ორი წლის და ს მოწამვლის შემდეგ 2020 წელს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მირზაიანოვი ჰყვება იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება ამ შემთხვევისგან ალექსეი ნავალნის მოწამვლა, ამჯერად „ნოვიჩოკით“ რატომ არ დაზარალდნენ სხვა ადამიანები და იმაზე, თუ რატომ ვერ მოახერხეს ს ექიმებმა ამ ტიპის ნივთიერებით ნავალნის მოწამვლის დამადასტურებელი მტკიცებულებების პოვნა.
რადიო თავისუფლება: „ნოვიჩოკმა“, რომელიც დიდ ბრიტანეთში იქნა გამოყენებული, ძალიან ავნო გარშემო მყოფთ. ყველას გვახსოვს იმ ადამიანების დამცველი კოსტიუმები, რომლებიც იმ ადგილებში მუშაობდნენ, სადაც სერგეი და იულია სკრიპალები იყვნენ ნამყოფი; ქალაქ სოლსბერის მახლობლად მდებარე ქალაქ ეიმსბერის მცხოვრები ქალი დონ სტერჯესი, რომელიც გარდაიცვალა მომწამვლელთა მიერ გადაგდებული სუნამოს ფლაკონში მოთავსებული „ნოვიჩოკით“. ლაპარაკობდნენ ლამის ხალხის გასახლებასა და სახლების დანგრევაზე. რატომ არ მოხდა რამე ასეთი ალექსეი ნავალნის შემთხვევაში?
ვილ მირზაიანოვი: მნიშვნელოვანია გამოყენების მეთოდი. სერგეი და იულია სკრიპალები მოიწამლნენ „ნოვიჩოკის“ კანზე მოხვედრის გზით, ნივთიერების გარკვეული დოზა მათ ხელებზე მოხვდა. ნავალნის შემთხვევაში „ნოვიჩოკი“, როგორც ჩანს, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აღმოჩნდა. ჩემი აზრით, ამჯერად გამოიყენეს სხვა ვერსია, კერძოდ,
შეიძლება შეურიოთ შაქარში, მიუმატოთ ჩაის პაკეტს.
„ნოვიჩოკი“ კოდური სახელწოდებით А-261. ამიდინური ჯგუფის ნივთიერების ნაცვლად „ნოვიჩოკის“ მოლეკულას მიუერთეს გუანიდინი. ეს გააკეთა ჯერ კიდევ „ნოვიჩოკის“ ავტორმა, პიოტრ კირპიჩევმა. ჯერ ერთი, ამან შესაძლებელი გახადა, ტოქსიკურობა თითქმის ათჯერ გაზრდილიყო იმ ნივთიერებასთან შედარებით, რაც სოლსბერიში გამოიყენეს. მეორე – ეს უკვე მყარი ნივთიერებაა. ის შეიძლება შეურიოთ შაქარში, მიუმატოთ ჩაის პაკეტს. ადამიანის მოსაკლავად რამდენიმე მილიგრამია საკმარისი.
რადიო თავისუფლება: მაშ რატომ არ მოკვდა ალექსეი ნავალნი?
ვილ მირზაიანოვი: ეს კითხვა ყოველთვის ისმის – რატომ არ მოკვდა. შეიძლება ისეთი რაოდენობა გამოიყენეს, რომ არ მომკვდარიყო. შეიძლება მიზანი იყო არა მოკვლა, არამედ მწყობრიდან გამოყვანა და ინვალიდად ქცევა.
რადიო თავისუფლება: გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ ნავალნის ორგანიზმში ქოლინესტერაზის დონე ნელ-ნელა აღდგება. და, როგორც ვიცით, სკრიპალებიც გადარჩნენ მოწამვლის შემდეგ. რატომ ფიქრობთ, რომ შედეგები შეუქცევადი იქნება?
ვილ მირზაიანოვი: იმიტომ, რომ ჩემთვის არ არის ცნობილი ფოსფორორგანული საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებებით მოწამვლის შემდეგ სრულად აღდგენის შემთხვევები. ადამიანები, რომლებმაც აქამდე განიცადეს ასეთი ნივთიერებების ზემოქმედება საბჭოთა დროს, უკვე აღარასოდეს ყოფილან თავიანთი ძველი საქმიანობით დაკავებული, ისინი უბრალოდ აღარ აღუდგენიათ თანამდებობებზე, ვინაიდან ყველას ესმოდა ეს.
რადიო თავისუფლება: თუ დავუშვებთ, რომ საქმე ეხება „ნოვიჩოკის“ ახალ ვერსიას, შესაძლებელია, რომ ის ნაკლებად სახიფათო იყოს გარშემო მყოფთათვის?
ვილ მირზაიანოვი: დიახ, თუკი ეს მყარი ნივთიერებაა, მას უკვე ორთქლების თითქმის უხიფათო ელასტიურობა ახასიათებს (სერგეი და იულია სკრიპალები, როგორც გამოძიებამ დაადგინა, კარის სახელურზე წასმული ჟელესმაგვარი ნივთიერებით მოიწამლნენ. – რედ.). მე ვიტყოდი, ნულოვანიც კი, ის ქაღალდშიც კი ვერ გააღწევს. ჩაის პაკეტში თუ ჩაამატეს, ეს საკმარისია. ამას ვერავინ შენიშნავს. ის არც „ოპერატორისთვის“ – მოდით, ტერორისტს ოპერატორი ვუწოდოთ – არ არის სახიფათო. მას შეეძლო, ის ამოეღო და შიშველი ხელებითაც კი მოეთავსებინა ჩაიში. „ნოვიჩოკის“ მშრალი ვარიანტი კირპიჩევმა შექმნა, ის გამოცადეს შიხანის პოლიგონზე. ის ათჯერ უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მისივე შექმნილი ნივთიერებები А-230 და А-232.
რადიო თავისუფლება: როგორ გამოიყურება ის? ეს გრანულებია, ფხვნილია თუ რამე სხვა არის?
ვილ მირზაიანოვი: А-261 მე არ მინახავს. ჩვეულებრივ, რადაც გნებავთ, იმად აქცევთ. უფრო სავარაუდოა, რომ ეს ფხვნილია.
რადიო თავისუფლება: რამდენად სწრაფად მოქმედებს ეს ნივთიერება? შეიძლება თუ არა, რომ მოწამვლა მოხდა პირველი სიმპტომების გაჩენიდან ცოტა ხნით ადრე?
აშკარაა, რომ ის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვდა.
ვილ მირზაიანოვი: აშკარაა, რომ ის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვდა, ვინაიდან სხვა არავინ მოწამლულა. ანუ მოხვდა იქ, სადაც საჭირო იყო, ვინაიდან ეს აშკარად მიზანმიმართულად გაკეთდა.
რადიო თავისუფლება: ანუ ის უფრო სწრაფად მოხვდა სისხლში?
ვილ მირზაიანოვი: ცხადია. ექიმები ამბობენ, რომ ისინი მას [ალექსეი ნავალნის] აღადგენენ. არ ვიცი. აცეტილქოლინი (ორგანული შენაერთი, რომლის ბალანსიც ორგანიზმში ირღვევა „ნოვიჩოკის“ ტიპის ქოლინესტერაზის ინჰიბიტორებით მოწამვლისას. – რედ.) პასუხისმგებელია თავის ტვინის სიგნალების გადაცემისთვის ჩვენი ფუნქციური ორგანოებისთვის – მხედველობის, კუნთების, საჭმლის მონელების. მოწამვლის შედეგად ამ კავშირებიდან ზოგიერთი შეიძლება სამუდამოდ დაზიანდეს ან ნახევრად დაზიანდეს. ცხადია, ადამიანის ორგანიზმი ცდილობს, გაანადგუროს შხამი. ამ თვალსაზრისით რუსეთის ორგანოები ყველაფერს სწორად აკეთებდნენ: რაც უფრო მეტ ხანს აჩერებდნენ, მით უფრო დაიშლებოდა შხამი. მაგრამ იმავე სერგეი სკრიპალის მაგალითზე ჩანს, რომ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ „ნოვიჩოკი“ არც ისე სწრაფად ქრება. იქ მისი აღმოჩენა ერთი თვის შემდეგაც შეიძლება.
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, გერმანელმა სპეციალისტებმა როგორ მოახერხეს ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ აღმოჩენა? ეს ისევე მოხდა, როგორც სკრიპალების შემთხვევაში?
ვილ მირზაიანოვი: ომსკის ჰოსპიტალში ალბათ არ შეეძლოთ ასეთი ანალიზის ჩატარება. მათ, დიდი ალბათობით, ალბათ უბრალოდ არ მოეპოვებოდათ ისეთი ტექნიკა და მისი მომსახურე პერსონალი. ეს ძალიან ძვირადღირებული მოწყობილობაა, ერთი ქრომატო-მას-სპექტრომეტრი შეიძლება ასიათასობით დოლარი ღირდეს. ამასთან, კომპიუტერში უნდა იყოს „ნოვიჩოკის“ ცნობილი ვერსიები. მე ამ ვერსიების შესახებ ვიტყობინებოდი ჩემს 2007 წლის წიგნში. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ მოახდინა მათი სინთეზირება რაღაც მცირე რაოდენობით და სპექტრები გადაიღეს. ცხადია, ბუნდესვერმაც, ამიტომაც შეძლო ბუნდესვერმა „ნოვიჩოკის“ გამოვლენა.
რადიო თავისუფლება: იტყობინებოდნენ, რომ გერმანიამ დახმარებისთვის მიმართა ინგლისს, პორტონ-ლაუნის ლაბორატორიას, რომელმაც აღმოუჩინა სკრიპალებს „ნოვიჩოკი“, ასევე მიმართა ბულგარეთს, სადაც სავარაუდოდ „ნოვიჩოკით“ მოწამლეს ბიზნესმენი ემილიან გერევი. ანუ ყველაფერი მთლად ასე იოლი არ ყოფილა?
ვილ მირზაიანოვი: რა თქმა უნდა, რაც მეტია ინფორმაცია, მით უკეთესია. მაგრამ არ მგონია, რომ ბულგარელებს დიდად შეძლებოდათ გაშიფვრაში გერმანელების დახმარება. გერმანელებსა და ინგლისელებს ძალიან კარგი აღჭურვილობა აქვთ. უფრო ალბათ ლაპარაკი იყო მკურნალობის შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე.
რადიო თავისუფლება: ომსკელი ექიმები და მათი დამხმარე ექიმები მოსკოვში ამბობენ, რომ ნავალნის ანალიები გაიგზავნა რუსეთის დედაქალაქში და სწორედ დედაქალაქის ლაბორატორიიდან მიიღეს შედეგები, რომლებიც არ ადასტურებდა მოწამვლას. შეიძლება, რომ არც იქ, მოსკოვში, არ ჰქონდათ ასეთი აღჭურვილობა?
ვილ მირზაიანოვი: მოსკოვში ასეთი აღჭურვილობა, რა თქმა უნდა, არის. თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთი მონაწილეობს ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციაში. მისი დაცვის შესამოწმებლად ტარდება ინსპექცია, იღებენ ანალიზებს, სინჯებს. სხვა საქმეა, რომ ისინი, რა თქმა უნდა, ანალიზის შედეგების შესახებ არ განაცხადებენ, რომც ჩაატარონ ისინი. დაზვერვა არ მისცემს მათ ამის უფლებას.
რადიო თავისუფლება: რა გრძნობა გქონდათ, როცა სკრიპალების მოწამვლიდან ორი წლის შემდეგ შეიტყვეთ, რომ ალექსეი ნავალნიც „ნოვიჩოკით“ მოწამლეს?
ვილ მირზაიანოვი: როგორც ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა „ნოვიჩოკის“ შექმნაში, ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ვგრძნობ, რომ ამაში ჩემი წილი ბრალიც არის. ეს ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს ჩემზე. ეს ძალიან დიდი ნეგატივია ჩემთვის. ეს არ არის კარგი საქმე. არასოდეს მიფიქრია, რომ ის, რასაც ვქმნიდით და რაზეც ვხარჯავდით დროსა და ნიჭს, ოდესმე ტერორის იარაღად იქცეოდა. მაინც ვფიქრობდით, რომ ეს ქვეყნის თავდაცვისთვისაა საჭირო. შემდეგ უკვე გავაცნობიერე, რომ ეს უბრალოდ მასობრივი მკვლელობის იარაღია, რომელიც დაუცველ ადამიანებს კლავს. არა ჯარებს, არამედ მოსახლეობას. ჯარებს ყოველთვის შეუძლიათ აირწინაღებისა და დამცველი ფორმის ჩაცმა და არაფერიც არ იქნება, „ნოვიჩოკით“ იერიშის შემდეგაც კი. მაგრამ მაშინაც კი, როცა ეს გავაცნობიერე, არ მიფიქრია, რომ საქმე ასეთ სიმდაბლემდე მივიდოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე